[go: nahoru, domu]

დამკრძალავი ბიურო

დამკრძალავი ბიურო

აღნიშნული დამკრძალავი ბიურო თბილისში არსებობს იმისთვის, რომ გარდაცვლილი ადამიანის ახლობლებს შეუმსუბუქოს ის მძიმე ტვირთი, რაც განსვენებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო პროცედურებსა და რიტუალებს უკავშირდება.

არცთუ იშვიათად, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების დროს, ბუნებრივად გამოწვეული დიდი მწუხარების გარდა, მიცვალებულის ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს დაბნეულობაც ეუფლებათ. არადა, ასეთ წუთებში ჭირისუფალს არა მხოლოდ მძიმე ემოციებთან გამკლავება მართებს, რაც თავისთავად საკმაოდ რთულია და მისგან უდიდესი სულიერი სიმტკიცის გამოვლენას მოითხოვს, არამედ მთელი რიგი აუცილებელი საკითხების შეზღუდულ დროში, უნაკლოდ და მისაღებ ფასად მოგვარებაც.

ბიუროს გუნდი ყოველთვის მზადაა, ამ მძიმე წუთებში გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ახლობლებს, დაეხმაროს მათ ყველაფრის სწრაფად და მარტივად მოგვარებაში.

ქალაქში სერვისები ბევრია მაგრამ, აქ არსებითად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს საქართველოში დამკრძალავი ბიუროს საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და ყველა საჭირო ცოდნა იმისთვის, რათა უმაღლეს დონეზე შევასრულოთ დაკისრებული ამოცანა, რომ დამწუხრებული ადამიანის ნდობა ზედმიწევნით გავამართლოთ.

ბიუროს გრაფიკი

გუნდი მუშაობს 7 დღე 24 საათის განმავლობაში და ყოველთვის მზად ვართ, რათა დროულად, გულისხმიერად და კვალიფიციურად მივუდგეთ ნებისმიერ კლიენტს, რომლებიც გასაჭირის დროს მოგვმართავს. ნახსენები სიტყვების დასტური კი ის მაღალი შეფასებაა, რომელსაც საქმიანობის მრავალწლიან პერიოდში გამუდმებით ვიღებთ შესრულებული სამუშაოს შემდეგ ჩვენგან კმაყოფილი ადამიანებისგან. სწორედ იმ დაგროვილი კლიენტების მადლიერებაა ჩვენთვის უმთავრესი მოტივატორი.

საქმიანობის ჩამონათვალი:

  • გადასვენება
  • ბალზამირება
  • სასახლე მაცივარი
  • ტახტი
  • შანდალი
  • კატაფალკა / ტრანსპორტი
  • სარიტუალო დარბაზი
  • ჩაცმა / მოწესრიგება
  • სასახლის ჩასასვენებელი ლიფტი

უზარმაზარი გამოცდილების მქონე ბიურო და მისი გუნდი საკუთარ თავზე იღებს ყველა იმ ურთულესად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას, რომელიც გარდაცვალების წუთიდან დაკრძალვამდე პერიოდს უკავშირდება. საქმიანობის ჩამონათვალი ითვალისწინებს ყველაფერს, რაც ჭირისუფალს გარდაცვლილთან გამოთხოვების პროცესის სათანადოდ და მისთვის ოპტიმალური ხარჯებით ორგანიზებისთვის სჭირდება.

შემოთავაზებული პროდუქცია კი გათვლილია ყველა სახის, ფინანსური შესაძლებლობისა და მოთხოვნების მქონე კლიენტებზე.

ჩვენი პროდუქცია:

  • სასახლეები
  • სუდარა
  • საფლავის ჯვარი
  • საეკლესიო ნივთები
  • საფლავის მოპირკეთება
  • საფლავის მოძიება

კლიენტებთან გამარტივებულად მოხერხებული კონტაქტისთვის და ასევე, ცნობადობის ასამაღლებლად, ჩვენ წარმოგიდგენთ საიტს, რომელიც ადაპტირებულია ყველა მოწყობილობაზე და იძლევა საშუალებას, პოტენციური კლიენტი გაეცნოს ჩვენ საქმიანობას და პროდუქციას როგორც ტელეფონიდან, ისე პლანშეტიდან თუ პერსონალური კომპიუტერიდან. საიტის ზედა მენიუში მოცემულია კატეგორიები, მის ქვედა ნაწილში წარმოდგენილი ღილაკების მეშვეობით კი, საიტის სტუმარს პროდუქციისა და სერვისების დეტალურად გაცნობა შეუძლია.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კოლექტივი ამ მძიმე წუთებში ყველანაირად გვერდში დაგიდგებათ. იმისათვის, რათა შეძლოთ ჩვენთან დაკავშირება, საკმარისია დარეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. დარეკვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს - 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. პირველადი კონსულტაციისა და შეთანხმების შემდეგ კი, გპირდებით, რომ ჩვენი ბიუროთი დარჩებით კმაყოფილნი.

ბიურო დედაქალაქში

მოგემსახურებათ დამკრძალავი ბიურო ვარკეთილში, გლდანში, ავლაბარში, საბურთალოზე, დიდ დიღომში, სანზონაში, დიღმის მასივში, ვაზისუბანში, ვაკეში, სოფელ დიღომში, ვერაზე, ბაგებში, ავჭალაში, სამგორში, მთაწმინდაზე, თემქაზე, ვაშლიჯვარში, ნახალოვკაში, დიდუბეში მუხიანში, მეტრომშენში, ლილოში, აფრიკაში, ფონიჭალაში, ორთაჭალაში, ისანში და ა.შ.

სარიტუალო მომსახურება

სარიტუალო მომსახურება

შემოთავაზებული სარიტუალო მომსახურება სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ახლობელი ადამიანის გარდაცვალებით დამწუხრებულ ჭირისუფალს გვერდში დაუდგეს და იმ აუცილებელი პროცედურებისა თუ რიტუალების შესრულებაში დაეხმაროს, რაც მიცვალებულის დაკრძალვისთვის არის საჭირო.

ახლობლის გარდაცვალება თავისთავად დიდი ტკივილია ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა არანაკლებ სტრესს იწვევს ის საკითხი, თუ როგორ შევასრულოთ ის ვალდებულებები უმოკლეს დროში, რაც სარიტუალო მომსახურებას უკავშირდება. გუნდის დახმარებით თავიდან აირიდებთ ყველანაირ გაწამაწიას და ერთ სივრცეში შეძლებთ ნებისმიერი სახის მომსახურების მიღებას.

აღნიშნული მომსახურება და მისი მთავარი დანიშნულებაც ხომ სწორედ ისაა, რომ ჭირისუფალს რთული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ და საკუთარ თავზე ავიღოთ მიცვალებულის უკანასკნელ გზაზე გაცილებისთვის საჭირო ყველა პროცედურა. ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ და უზრუნველვყოფთ მას ყველა საჭირო ატრიბუტით, დაწყებული მომსახურებით, სასახლე მაცივრებით, საეკლესიო ნივთებით, საფლავის მოპირკეთებით დამთავრებული.

უპირატესობა:

  • სისწრაფე;
  • ოპერატიულობა;
  • დიდი გამოცდილება;
  • პროფესიონალიზმი;
  • საქმისადმი გულისხმიერი მიდგომა.

რა თქმა უნდა, ყველა ჭირისუფალს სურს, მიცვალებულს საუკეთესო უკანასკნელი ნავსაყუდელი შეუქმნას, მაგრამ სურვილი და შესაძლებლობები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენი მომსახურება ნებისმიერი ფენისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებზეა მორგებული.

გამოცდილი მომსახურება

გუნდი უკვე 20 წელია ვარსებობთ, გულისხმიერებით ვეკიდებით ყველა ჭირისუფლის სურვილს. ცოდნა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი გვეხმარება იმაში, რომ არასდროს დავტოვოთ კლიენტი იმედგაცრუებული და უკმაყოფილო. ჩვენ ვამაყობთ იმითაც, რომ ხანგრძლივი საქმიანობის პერიოდში, მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ დაფიქსირებულა.

საიტი არის ადაპტირებული ტელეფონზე, პლანშეტსა და პორტატულ კომპიუტერზეც, შეგიძლიათ ზედმიწევნით ამომწურავად გაეცნოთ ჩვენს სერვისს და დარწმუნდეთ, რომ აქ მოცემული ჩამონათვალი ითვალისწინებს ყველაფერს, რაც კი საჭიროა ადამიანის გარდაცვალების დღიდან მის დაკრძალვამდე პერიოდში.

რატომ უნდა აირჩიოთ ეს მომსახურება ?

  • ფართო არჩევანი: 50 - ზე მეტი სხვადასხვა სტილის და მოდელის სასახლე.
  • გარანტია: მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.
  • სწრაფი მიწოდება და მინიმალური ფასი: ორგანიზებული და სწრაფი მუშაობის ხარჯზე ჩვენი ფასები მინიმალურია და მიწოდების სისწრაფე მაქსიმალური.
  • მაღალი საიმედოობა: ჩვენი გუნდი მუშაობს საქართვლოს ბაზარზე უკვე 20 წელია და გვაქვს დიდი გამოცდილება.
  • დაბალი ფასი: მომხმარებელთა დიდი რაოდენობა გვაძლევს მისაღებ ფასებში მუშაობის საშვალებას.

სარიტუალო რომელსაც ენდობით

ნდობის გამოცხადების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურება მზადაა გვერდში დაგიდგეთ და მაქსიმალურად მცირე დროში, თქვენთვის სასურველ ფასად დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები. შეგიძლიათ დაგვირეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში, რაც მოგცემთ საშუალებას კიდევ უფრო ამომწურავად გაეცნოთ ჩვენს სერვისს.

დამკრძალავი სერვისი

ჩვენი დამკრძალავი სერვისი მზად არის, ყველანაირად გვერდში დაუდგეს და დაეხმაროს ჭირისუფალს, რათა ისედაც მძიმე დღეები მას კიდევ უფრო არ დაუმძიმდეს. ახლობელი ადამიანის გარდაცვალება უდიდეს მწუხარებასთან ერთად, დაბნეულობასაც იწვევს.

ახლობელი ადამიანის გარდაცვალება უკვე ტრაგედიაა ჭირისუფალი ადამიანებისთვის, მაგრამ ამასთან ერთად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა ერთბაშად დგება. წამოიჭრება უამრავი საკითხი და პრობლემა, რომლებიც გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილებას სჭირდება - დაწყებული საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებით, სასაფლაოს მოპირკეთებით დამთავრებული.

სერვისი მოიცავს:

  • ვიზიტი მისამართზე;
  • სერვისის შეთავაზება;
  • ყველა წვრილმანი დეტალის დაგეგმვა და შეთანხმება;
  • პროცესის ორგანიზება;
  • პროცესის მსვლელობის მუდმივი კონტროლი მის დასრულებამდე.

ეს ყველაფერი კიდევ უფრო რთულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავსი გამოწვევის პირისპირ პირველად აღმოჩნდნენ. ამ დროს გამოცდილი და თავის საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე პროფესიონალების თანადგომა, რომლებსაც ყველა სარიტუალო პროცედურის შესრულება დროულად, ხარისხიანად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე შეუძლიათ, არათუ მნიშვნელოვანი, უბრალოდ შეუფასებელია.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ სფეროში საქმიანობის ძალიან დიდი - 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს. დაკრძალვის პროფესიონალურად ორგანიზება კი, ეს არის შესაძლებლობა ჭირისუფლისთვის, ზურგიდან მოიხსნას ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებული მძიმე ტვირთი და გადაგვაბაროს იმ პროფესიონალებს, რომლებიც მზად ვართ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე, ჭირისუფლის შესაძლებლობებისა და მოთხოვნების შესაბამისად შევასრულოთ.

დამკრძალავი მომსახურება

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დამკრძალავი მომსახურება ყველაფერთან ერთად დაგიზოგავთ დროს, ნერვებს, სახსრებს, აგარიდებთ უამრავი ზარის განხორციელებისა თუ სხვადასხვა პუნქტში პირადად მისვლის საჭიროებას. გუნდის წარმომადგენლები მზად არიან, ყველაფერს თავად შეასრულონ.

წარმოდგენილი საიტი პოტენციური კლიენტისთვის ჩვენი საქმიანობის შესახებ პირველი წარმოდგენის შექმნას ემსახურება, ის ადაპტირებულია როგორც ტელეფონით, ისე პლანშეტითა თუ პერსონალური კომპიუტერით მოხმარებასთან. იმისათვის, რათა ვიზიტორს გაუადვილდეს საჭირო ინფორმაციასთან წვდომა, საიტი დაყოფილია თემატურ რუბრიკებად და განყოფილებებად, ფუნქციურად კი ის ყველასთვის მარტივი და მოხერხებულია.

საიტზე წარმოდგენილია ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებული ის პროდუქცია და სერვისები, რომლებიც ჭირისუფალს გარდაცვლილის უკანასკნელ გზაზე საკადრისად გაცილებისთვის სჭირდება. თქვენთვის შემოთავაზებული დამკრძალავი მომსახურება კლიენტებს სთავაზობს როგორც ბიუჯეტურ, ისე უმაღლესი სტანდარტის პროდუქციასა და მომსახურებას. ვფიქრობთ, რომ კლიენტებისთვის ფართო არჩევანის შეთავაზება ჩვენი პლუსია.

მომსახურების მიღება

თბილისში დამკრძალავი მომსახურება ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, უქმე დღეა თუ შუაღამე, საკმარისია დარეკოთ საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ჩვენი სპეციალისტი ვითარებაში გარკვევის შემდეგ, პირველ კონსულტაციას გაგიწევთ და უპასუხებს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. შეთანხმების შემთხვევაში გუნდი დასახავს სამოქმედო კონკრეტულ გეგმას, შემდეგ შეუდგება საქმეს.

სარიტუალო სერვისი თბილისში და მთელ საქართველოში

სარიტუალო სერვისი

როცა სარიტუალო სერვისი ყველა ოჯახისთვის აუცილებლობა ხდება რაც სამწუხაროდ ადრე თუ გვიან ყველას ჭირდება, რადგან გარდაცვალება გარდაუვალია თითოეული ადამიანისთვის. მიცვალებულს ვერ გააცოცხლებ, მაგრამ შესაძლებელია, ჭირისუფალს მხარდაჭერა გამოუცხადო რათა შეუმსუბუქო ის მძიმე ტვირთი, რაც მიცვალებულის გაპატიოსნებასა და დაკრძალვასთან არის დაკავშირებული.

ამ დროს ახლობელი ადამიანის დაკარგვით დამწუხრებულ ადამიანს, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად გაუმკლავდეს ამ დიდ დანაკარგს, უწევს სარიტუალო სერვისზე ზრუნვა, რომ ღირსეულად გააცილოს მიცვალებული უკანასკნელ გზაზე.

სარიტუალო ბიურო

აღნიშნული სარიტუალო ბიურო და მისი პროცედურები კი, დამეთანხმებით, მრავალ ნიუანსს მოიცავს: გვიწევს აქეთ-იქით სირბილი, რომ დროულად და სასურველ ფასად შევიძინოთ აუცილებელი ატრიბუტები, იქნება ეს სასახლე-მაცივრები, სუდარა თუ ჯვარი; საეკლესიო ნივთებისთვისაც უნდა მივმართოთ საეკლესიო მაღაზიებს, კატაფალკაზეც უნდა შევუთანხმდეთ მავანს; სარიტუალო დარბაზის საკითხიც მოსაგვარებელია რის შემდეგაც მოგვიანებით საფლავის მოპირკეთებაზეც უნდა ვიზრუნოთ...

ჩვენი ბიურო

ამ მძიმე და რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალია ჩვენი სარიტუალო ბიურო და მისი სერვისი. ჩვენ ერთი პასუხი გვაქვს თქვენს მრავალ კითხვაზე. თუ ჩვენს საიტს გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რომ ქვემოთ მოცემულ კატეგორიაში არის სერვისის სრული პაკეტი, რაც დაკრძალვის ორგანიზებისთვის გჭირდებათ.

ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე თქვენი ახლობლის გარდაცვალების პირველივე დღიდან. ანუ ჩვენთან არის ყველა სერვისი ერთ სივრცეში.

იმ 20-ზე მეტი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი ბიურო არსებობს, ჩვენ კარგად შევისწავლეთ თითოეული კლიენტის მოთხოვნები და მაქსიმალურად ვცდილობთ, საზრუნავი შევუმსუბუქოთ მათ. ამასთან ერთად, ჩვენ გაგებით ვეკიდებით თითოეული ჭირისუფლის ფინანსურ შესაძლებლობებს, ყოველთვის ვცდილობთ ანგარიში გაუწიოთ მათ.

24 საათიანი კავშირი ბიუროსთან

ერთი სიტყვით, მითითებულ ბიუროს ნომერზე დარეკვით, რომელიც საიტზეა მითითებული, თქვენ თავიდან აიცილებთ დაკრძალვის ორგანიზებისთვის აუცილებელ დამღლელ პროცედურებს. ჩვენ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში თქვენს სამსახურში ვართ და მაქსიმალურად ვცდილობთ უმოკლეს დროში, თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით, ზედმიწევნით ხარისხიანად შევასრულოთ ყველა თქვენი მოთხოვნა.

დაკრძალვის ტრადიციები საქართველოში

იმ ტრადიციებს შორის, რომლებითაც ასე მდიდარია საქართველო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მიცვალებულის დაკრძალვის წეს-ჩვეულებებს უჭირავს. ვინაიდან ჩვენი რელიგიური მრწამსით, სული სხეულთან განშორების შემდეგ იმვეყნად განაგრძობს არსებობას, აუცილებელია მისი ღირსეული გაცილება.

სვანეთი

დაკრძალვის ძველი რიტუალი თითქმის სრულადაა შემორჩენილი სვანეთში. სვანურ “ზარს" (“ლილჭალი”), რომელსაც ადამიანის გარდაცვალებისას მიმართავენ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს არის შორისდებულებზე აგებული სიმღერა. “ზარი” მთელი დღის განმავლობაში ისმის მიცვალებულის სახლში, გამოსვენებისას კი გალობენ, რათა ოჯახში მშვიდობამ დაისადგუროს. სვანეთში აუცილებელი რიტუალია მიცვალებულის განბანვა. წყალს მდინარიდან უკუღმა იღებენ და განბანვის შემდეგ ისეთ ადგილას აქცევენ, სადაც ფეხს არავინ დაადგამს. გასვენებამდე სოფელში დაუშვებელია მიწაზე მუშაობა.

ხევსურეთი

ხევსურებისთვის დამახასიათებელი იყო მიცვალებულის ლექსად დატირება, რომელშიც ხაზს უსვამდნენ მის ღირსებებს და ასევე, თავიანთ მწუხარებას. იქ სირცხვილად ითვლებოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება, ჭირისუფალს თავშეკავება მართებდა. ხევსურეთში გარდაცვლილს უცოლო ახალგაზრდები ტანს ბანდნენ, თმა-წვერს უსწორებდნენ, რის შემდეგაც კარავში ასვენებდნენ, რადგან მიცვალებულის სხეულს უწმინდურად თვლიდნენ. უწმინდური იყო ყველა ის, ვინც მიცვალებულს შეეხებოდა. ამიტომ განმბანელები მის ოჯახში რჩებოდნენ და ყოველდღე უნდა განბანილიყვნენ. მიცვალებულის ნაბან წყალს კი ადამიანისა და საქონლისთვის მიუდგომელ ადგილას აქცევდნენ.

ვინაიდან მიაჩნდათ, რომ იმქვეყნადაც ისეთივე ცხოვრებისეული მოთხოვნები ექნებოდათ, მიცვალებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდებს, პურ-წყალს და თამბაქოს. დაკრძალვის დღეს ახლომახლო მოაწყობდნენ ახალ წყაროს და აკურთხებდნენ მიცვალებულის სახელზე, რათა გამვლელს პირის გასველების შემდეგ დაელოცა მიცვალებულის სული. ასევე, დოღის გამართვამდე მის სახელზე ფაფარდაწნული ცხენი იკურთხებოდა.

სამეგრელო

დაკრძალვის ლამის თეატრალიზებული რიტუალით ყოველთვის გამოირჩეოდა დასავლეთი საქართველო და განსაკუთრებით, სამეგრელო. მეგრელები “მოტირლებს” ქირაობდნენ, რათა ამ დახელოვნებული ადამიანების ცამდე ასული ტირილ-კივილის საშუალებით სრულიად ქვეყნიერებისთვის ეცნობებინათ თავიანთი უბედურება.

დაკრძალვის დღეს ოჯახის ახლობელი ადამიანები თმას, წვერ-ულვაშს და წარბებს იპარსავდნენ, შემდეგ კი ერთი წლის განმავლობაში სამართებელს და მაკრატელს აღარ იკარებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოში, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ქელეხი გასვენებამდე იმართებოდა, რადგან შორიდან მოსულ ნათესავ-მეგობრებს დასვენება და დაპურება სჭირდებოდათ. რა თქმა უნდა, ღვინოც აუცილებლად უნდა შეესვათ მიცვაალებულის სულის მოსახსენიებლად. ამიტომ იყო შემთხვევები, როცა შემთვრალ ადამიანებს მიცვალებულის გასვენება დაგვიანებიათ ან გასვენებისას კუბო გავარდნიათ ხელიდან.

რაჭა

რაჭაში გარდაიცვლებოდა თუ არა ადამიანი, მას მაშინვე გასუდრავდნენ, სასახლეში ჩაასვენებდნენ, რის შემდეგაც მხოლოდ ერთ ღამეს უთევდნენ. რაჭველებმა დატირება “ზრუნით” იცოდნენ, გასვენების შემდეგ კი სახლის კართან ხელ-პირს იბანდნენ, რათა “კურცხალი” ცრემლი ოჯახში არ შეჰყოლოდათ და ახალი უბედურება არ გამოეწვიათ.

ლეჩხუმში განბანვის შემდეგ მიცვალებულს სუფთა, აუცილებლად ნახმარ ტანსაცმელს აცმევდნენ, რადგან უხმარზე ამბობდნენ, სასუფეველში გაუქრება და ვეღარ იცნობენო. ადრე სუდარაში გახვეულს მარხავდნენ, მოგვიანებით - “პირკლის ნიფხავ-პერანგში”. იქ დღემდე ატანენ მიცვალებულს ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ამ რეგიონში დაკრძალვა არ შეიძლებოდა ორშაბათსა და ხუთშაბათს, ახალი წესით კი - ორშაბათს, ოთხშბათს, პარასკევსა და კვირას. დაკრძალვა აუცილებლად მზის ჩასვლამდე უნდა მოესწროთ, ამბობდნენ, ჩამავალ მზეს მიჰყვებაო. დაკრძალვამდე მოგვარეებს ეკრძლებოდათ მიწაზე მუშაობა და ხელსაქმე.

ქართლი

ქართლში, სასახლეს ეზოს გარეთ რომ დაასვენებდნენ, საგანგებოდ შინ შეტანილ ქვას გარეთ გამოაგორებდნენ სიტყვებით: “შენი ფეხი მძიმე იყოს”. შემდეგ სახლს ჯამით წყალს მოასხამდნენ ხოლმე.

ჩვენი მისამართი - მდებარეობა

ხშირად დასმული კითხვები

იხელმძღვანელეთ ჩვენს ვებ-გვერდზე მითითებული ლოკაციით, ჩვენი ბიუროს შენობაში არსებული კუბოების მაღაზია ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე.

ჩვენი სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით, დაგვიკავშირდით საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

მომსახურებაში გვაქვს რამოდენიმე კეთილმოწყობილი სარიტუალო დარბაზი, მათი ფოტოების დასათვალიერებლად გადადით ვებ-გვერდზე არსებულ ბლოგში.

ჩვენ შეთავაზებაში გვაქვს ჰიდრავლიკური ლიფტით მომსახურების სრული სერვისი, სხვა წვრილმანი დეტალების შესათანხმებლად დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში.

ჩვენთან კუბოს ფასი დამოკიდებულია შერჩეულ მასალაზე და მოდელზე, იწყება 350 ლარიდან და ადგილზე გვაქვს საკმაოდ დიდი არჩვანი.

რათქმაუნდა გვაქვს, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენი კატაფალკა მოვა თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე და გაგიწევთ მომსახურებას.

ბიურო მრავალი წელია რაც არსებობს, თანამშრომლებს დაუგროვდათ ძალიან დიდი გამოცდილება და მათი პროფესიონალიზმის წყალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე.

ვებ საიტების დამზადება
დაგვირეკეთ
595-70-33-88