[go: nahoru, domu]

ავეჯის დამზადება

შეუკვეთეთ ჩვენთან

ავეჯის დამზადება შეკვეთით საკუთარი გემოვნების მიხედვით, ინტერიერის სტილის გათვალისწინებით, ორიგინალური ელემენტებით გაფორმებით, დღეს უკვე ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

ბოლო წლებში ბუნებრივი ხის მასალა, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, წარმატებით ჩაანაცვლა ემ-დე-ეფის მასალამ. ის შედარებით იაფი ჯდება, ეკოლოგიურად ასევე სუფთაა; შესაძლებლობას იძლევა, ნებისმიერი ფორმა მიანიჭო, ნესტგამძლეა და გარდა ამისა, ნებისმიერი ტონალობა შეგიძლია შესძინო. ერთი სიტყვით, ძალიან პრაქტიკული და შთამბეჭდავია.

მართალია, დღეს ინტერიერში მინიმალისტური სტილია გამეფებული, მაგრამ ყველა ოთახში მაინც აუცილებელია გარკვეული ტიპის ავეჯი: მაგიდა-სკამები, კარადები, ტუმბოები.

სად და როგორ ვარჩევთ ავეჯს

მზა პროდუქცია, რომლებიც სავაჭრო ცენტრებშია წარმოდგენილი, ძირითადად, სტანდარტული და ერთფეროვანია. თუ უწინ სხვა ალტერნატივა არ არსებობდა და იძულებულნი ვიყავით, ის ავეჯი შეგვეძინა, რასაც ბაზარი გვთავაზობდა, დღეს უკვე მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია ფანტაზიას მისცეს გასაქანი და თავად ან პროფესიონალი დიზაინერის რჩევით შექმნას საოცნებო ესკიზი და შეკვეთით დაამზადებინოს ის.

მაშ ასე, დაათვალიერეთ კატალოგები და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი? დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერის ანალოგის გაკეთება. რჩევას გაგიზიარებთ: მოდელის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოთახის გაბარიტები: თუ დიდი ფართი გაქვთ, თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი ტონალობის შერჩევა, თუმცა მცირე მოცულობის ოთახის შემთხვევაში უპირატესობა ღია ფერს მიანიჭეთ - ასე ვიზუალურად გაზრდით სივრცეს და ოთახიც უფრო ნათელიც გამოჩნდება.

ახლა ისღა დაგრჩენიათ, სანდო და მაღალკვალიფიციურ ხელოსანს დაამზადებინოთ ავეჯი და გაამდიდროთ თქვენი ინტერიერი.

აქ დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან ხელოსნებს ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, თუმცა მათ სანდოობაზე რა გითხრათ - ზოგი დაუდევრად ასრულებს სამუშაოს, ზოგიერთი უპასუხისმგებლო კი თვეობით ალოდინებს შემკვეთს და გაგიმართლებთ, თუ როდისღაც მაინც მოგიტანენ სასურველ ნივთს - ხშირია შემთხვევები, როცა წინასწარ გადახდილი თანხის შემდეგ მომხმარებელი პირში ჩალაგამოვლებული რჩება და ამაოდ ელოდება უგზოუკვლოდ დაკარგულ ხელოსანს.

ამიტომ ჯობია წინასწარ გადაამოწმოთ, რამდენად კარგი რეპუტაციით სარგებლობს ესა თუ ის საწარმო, რომლისთვისაც აპირებთ შეკვეთის მიცემას.

ამ თვალსაზრისით, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ არასდროს ვტოვებთ ჩვენს მომხმარებელს იმედგაცრუებულს. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს რეპუტაციაზე, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საქმიანობის ხანგრძლივობა.

გნებავთ ხარისხიანად გაკეთება? დაგვიკავშირდით. ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები გაგესაუბრებიან, საჭიროების შემთხვევაში წინასწარ მოვლენ თქვენთან და გაგიწევენ კონსულტაციას, შემდეგ კი დროულად და რაც მთავარია, ხარისხიანად დაამზადებენ თქვენთვის საოცნებო გარნიტურს. უმცირეს დეტალსაც კი ჩვენი თანამშრომლები გულმოდგინედ ამუშავებენ.

ჩვენ ვამზადებთ ყველა ტიპის ავეჯს (შემოსასვლელის, სამზარეულოს, მისაღების, საძინებლის, საოფისე) და ვითვალისწინებით ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლის სურვილს. შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ ორიგინალური შტრიხები დიზაინში და ჩვენ თქვენს ფანტაზიას ხორცს შევასხამთ.

აქვე გირჩევთ, რომ მაღალხარისხიანი ფურნიტურა (სახელურები და მექანიზმები) შეარჩიოთ, თუ გინდათ, რომ ავეჯი არა მარტო ვიზუალურად იყოს ელეგანტური, არამედ მალე არ გამოვიდეს მწყობრიდან.

Keywords: avejis damzadeba

სრულად ნახვა

წიგნების თაროების დამზადება

(10)

წიგნების თაროების შეკვეთა

(10)

წიგნების თაროები შეკვეთით

(10)

ლამინირებული ავეჯი შეკვეთით

(10)

ლამინირებული ავეჯის გაკეთება

(10)

ლამინირებული ავეჯის საწარმო

(10)

ლამინირებული ავეჯის ცეხი

(10)

ლამინირებული ავეჯის საამქრო

(10)

ლამინირებული ავეჯის შეკვეთა

(10)

ლამინირებული ავეჯის დამზადება

(10)

ლამინირებული ავეჯის ხელოსანი

(10)

კუხნა შეკვეთით

(10)

კუხნის სპეციალისტი

(10)

კუხნის აწყობა

(10)

კუხნის ხელოსანი

(10)

კუხნის შეკვეთა

(10)

კუხნის დამზადება

(10)

კუხნის ავეჯი შეკვეთით

(10)
რათქმაუნდა შევძლებთ, გადმოგვიგზავნეთ დასამზადებელი ავეჯის მონაცემები და გამოგითვლით ფასს.
რათქმაუნდა შეგვიძლია, სხვა წვრილმანი დეტალის გასარკვევად დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
დიახ.